მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იმედი მაქვს, საქართველო ევროკავშირის ნაწილი გახდება - ევროკავშირის ელჩი

პაველ ჰერჩინსკი

ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ საქართველო გახდება ჩვენი შემადგენლობის ნაწილი და შესაბამისად, ამისთვის მზადებაც მიმდინარეობს, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.

ის სიტყვით გამოვიდა კონფერენციაზე „მსჯავრდადებულთა და პრობაციონერთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაცია“, სადაც ქვეყანაში პენიტენციურ სისტემაში არსებული ვითარება დადებითად შეაფასა.

„საქართველოში უამრავი რეფორმა განხორციელდა. შემდეგ წლებში ეს ძალისხმევა კვლავაც უნდა გაძლიერდეს იმისთვის, რომ საქართველოში შესაბამისი სტრუქტურა შეიქმნას, შესაბამისი სამართლებრივი ჩარჩო ევროპის პერსპექტივის გაძლიერებისთვის. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ საქართველო გახდება ჩვენი შემადგენლობის ნაწილი და შესაბამისად, ამისთვის მზადებაც მიმდინარეობს”, - განაცხადა ელჩმა.

მისი თქმით, სასჯელაღსრულების მიმართულებით ევროკავშირმა 2004 წლიდან დღემდე 60 მილიონი ევრო გამოყო 25-მილიონიან ტექნიკურ დახმარებასთან ერთად.

„ეს არის ჩვენი ერთობლივი ძალისხმევა, მათ შორის ძალიან დიდი წილი ამ ძალისხმევისა არის ზუსტად პრობაციის მიმართულებით, სხვადასხვა ორგანიზაციების წვლილიც მნიშვნელოვანია. ჩვენ უნდა განვაგრძოთ მუშაობა ამ მიმართულებით, მუხტი არ უნდა შეჩერდეს იმისთვის, რომ არსებული, დარჩენილი გამოწვევები და პრობლემები ერთად გადავლახოთ, რათა მოხდეს პატიმრობის მაჩვენებლის შემცირება საქართველოში, დაიყოს არასაპატიმრო სასჯელების გამოყენების უფრო მეტი პრაქტიკა, რადგან საქართველო მოწინავე, ხუთ ქვეყანაში შედის, სადაც ყველაზე მაღალია პატიმრობის მაჩვენებელი, პატიმრობისა როგორც სასჯელის. შესაბამისად, ვიმედოვნებ, რომ პრობაციის სისტემა კვლავაც განვითარდება, რათა მოხდეს ევროკავშირის სტანდარტების სრულფასოვნად დანერგვა. ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოს დახმარებას კვლავაც აღმოუჩენს სასჯელაღსრულების სისტემის განვითარებაში. ჩვენ ერთობლივი ძალისხმევით შევქმნით ჰარმონიზებულ სისტემას და შესაბამისად, საზოგადოებასაც ჯანსაღ და წარმატებულ საზოგადოებას“, - განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები