მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ევროკომისიის ზოგადი შეფასება ძალზე დადებითია“ - ევროკავშირის ელჩი

63dcaf59a5632
გიორგი არონია
03.02.23 10:58
801
“მინდა მივულოცო საქართველოს მთავრობასა და საქართველოს სახელმწიფო სამსახურს ამ ძალზე დადებითი ანგარიშის გამოქვეყნება“, - ასე ეხმიანება საქართველოში ევროკავშირის ელჩი, პაველ ჰერჩინსკი ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ ანალიტიკურ ანგარიშს, რომელიც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მზადყოფნას აფასებს.

აღნიშნული დოკუმენტი, რომელიც საქართველოს ხელისუფლების მიერ შევსებული კითხვარის საფუძველზე მომზადდა, ევროკავშირში გაწევრიანების კუთხით საქართველოს მზადყოფნას ოცდაცამეტ სხვადასხვა სექტორში აფასებს.

პაველ ჰერჩინსკის შეფასებით, ანგარიშის ზოგადი პათოსი დადებითია, მაგრამ გარკვეული მიმართულებებით მუშაობა მაინც არის საჭირო.

„რასაკვირველია, ცალკეული მიმართულებებით მეტი მუშაობა არის საჭირო და ევროკავშირის მზადაა, რომ საქართველოს სახელმწიფო სამსახურს წინსვლაში დაეხმარეოს. თუმცა, ჩემი აზრით, ზოგადი შეფასება ძალიან დადებითია“, - აღნიშნავს ევროკავშირის ელჩი. 

ცნობისთვის გეტყვით, რომ ასეთივე ანალიტიკური ანგარიში ევროკომისიამ ასოცირებული ტრიოს კიდევ ორ სახელმწიფოსთან, უკრაინასთან და მოლდოვასთან მიმართებითაც მოამზადა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები