მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იმედია, ეს ის თაობაა, რომელიც ევროკავშირში შეგვიყვანს - ქეთი ბოჭორიშვილი

640b8c7d92f88
ალა ისპირიანი
11.03.23 00:00
864
პარლამენტმა ე.წ აგენტების შესახებ კანონპროექტი დღეს ჩააგდო. არაერთი განცხადება გაკეთდა, რომ ეს შედეგი იმ ახალგაზრდების დამსახურებაა, ვინც აღნიშნული კანონის მიღების გამო პროტესტი გამოხატეს. მათ შორის ეკონომიკის მინისტრის ყოფილმა მოადგილემ ქეთი ბოჭორიშვილმა BMGTV-ის გადაცემა #წერტილში სტუმრობისას თქვა, რომ საქართველო ევროატლანტიკურ გზაზე დგას და იმედი გამოთქვა, რომ ეს თაობა ქვეყანას ევროკავშირში შეიყვანს.

„პოზიტიური ამ კანონს არაფერი ჰქონდა. ცალსახად დეტალებში შესვლასაც აზრი აღარ ჰქონდა გვემსჯელა რომელი მუხლი იყო გამოსასწორებელი, რომელი ამოსაღები თუ დასამატებელი, რადგან ამ კანონს საერთოდ არ მოჰქონდა სარგებელი გარდა ზიანისა. დაუშვებელი და მიუღებელი იყო ეს კანონი საქართველოს პარლამენტს მიეღო. ასევე იყო ბევრი კომპეტენტური ადამიანის კონკრეტული შენიშვნები, რომლის გათვალისწინებაც არ მოხდა.

მოსახლეობის 80% გამსჭვალულია დასავლური ღირებულებებისადმი და ეს ამის წინააღმდეგ ხდებოდა. ახლა კარგად გამოჩნდა, რომ ამ ღირებულებების მხოლოდ მომხრეები კი არა მებრძოლებიც ვართ - ეს აქციებმა აჩვენა. განსაკუთრებით ახალგაზრდებს მინდა დიდი მადლობა გადავუხადო, რადგან მათი დამსახურებაა, რომ ეს კანონი ძალაში არ შევიდა.

საქართველო დგას ევროატლანტიკის გზაზე და მე იმედს ვიტოვებ, რომ ჩვენი სურვილი და მიზანი, ევროპას შევუერთდეთ განხორციელდება და ეს იქნება ის თაობა, რომელიც საქართველოს ევროკავშირში შეიყვანს“, - განაცხადა ქეთი ბოჭორიშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები