მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვილნიუსის სამიტი საქართველოსთვის გაშვებული შესაძლებლობა იყო - კორნელი კაკაჩია

64b048e5dc8be
ალა ისპირიანი
13.07.23 22:54
448
„საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის“ დირექტორმა, კორნელი კაკაჩიამ BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ ვილნიუსის სამიტზე საქართველოს როლი და პოზიციები შეაფასა.

მისი მოსაზრებით, „ეს სამიტი საქართველოსთვის გაშვებული შესაძლებლობა იყო“. იგი განმარტავს, რომ სამიტზე საქართველო სათანადოდ არ აქტიურობდა და ისეთი შთაბეჭდილება დარჩა, რომ მხოლოდ ნატოს პარტნიორი ან ნეიტრალური ქვეყანა ვართ და არა ასპირანტი.

„ამ სამიტის მუშაობის დროს საერთოდ არ იგრძნობოდა, რომ ქართულმა მხარემ რამე გააკეთა იმისთვის, რომ სამიტზე სათანადოდ ვყოფილიყავით წარდგენილი. საქართველოდან ქვეყნის უმაღლესი პირები წარმოდგენილი არ იყვნენ - ხელისუფლებიდან მხოლოდ საგარეო საქმეთა მინისტრი იყო. ამის ერთ-ერთი მიზეზი დაკავშირებულია საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკის პრობლემებთან. პრობლემა საშინაო პოლიტიკიდან იწყება, რომელიც ქვეყნის დემოკრატიის უკუსვლას უკავშირდება. ასევე, ის რეპუტაციული ზიანი, რომელიც ქვეყანას საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით მიადგა.

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს არის ქვეყანა, რომელმაც საკუთარი სისხლით შექმნა ეს რეპუტაცია, რადგან ჩვენი ჯარისკაცები როგორც ავღანეთში ისე ერაყში იბრძოდნენ და ეს იმიჯი ქვეყანას მათ მოუტანეს. ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ ამ გაუაზრებელი პოლიტიკით, რომელსაც დასავლეთთან და სტრატეგიულ პარტნიორებთან ვატარებთ ჩრდილს აყენებს ჩვენს ურთიერთობას, ამიტომ არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ საქართველო ამ სმიტზე წარმოდგენილი იყო, როგორც ერთ-ერთი პარტნიორი ქვეყანა და არა როგორც ასპირანტი", - განაცხადა კორნელი კაკაჩიამ. 

მისივე მოსაზრებით, ყველაზე მთავარი, რასაც საქართველო კარგავს ნდობაა:"ამ რეპუტაციის განიავება ძალიან ადვილია, მაგრამ მის აღდგენას ათეული წლები სჭირდება. ხელისუფლება ავტორიტარიზმის გზას დაადგა და ერთპარტიული და არაფორმალური მმართველობა, რომელიც ქვეყანაშია მათ წარმოუდგენიათ, რომ ნორმალურია - ეს ქვეყანას, როგორც ევროკავშირთან ისე ნატოსთან აშორებს". 



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები