მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იმედია, კულტურის და სპორტის სფეროც გვენდობა და დავიწყებთ სწორ კომუნიკაციას - კულტურის მინისტრი

თიკა რუხაძე

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ კულტურის და სპორტის მინისტრად თინათინ რუხაძე წარადგინა. როგორც კობახიძემ განაცხადა, არჩევნების შემდეგ კულტურის და სპორტის სამინისტროები გაიყოფა, რის შემდეგაც რუხაძე კულტურის მინისტრის პოსტს დაიკავებს, ხოლო შალვა გოგოლაძე - სპორტის მინისტრის პოსტს.

მინისტრის პოსტზე წარდგენილმა თინათინ რუხაძემ იმედი გამოთქვა, რომ კულტურის და სპორტის სფეროს ნდობა იქნება და სწორი კომუნიკაციაც დაიწყება.

"როგორც სპორტი, ისე კულტურა ამ ქვეყნისთვის არის ლოკომოტივივით გამწევი ძალა. ასეთი გუნდისგან და ჩემთვის პატივსაცემი პრემიერისგან ნამდვილად ღირსეული შემოთავაზება იყო. ვეცდები, რომ იმ სფეროში, რომელშიც 35 წელია დაუღალავად ვმუშაობ, როგორც მუსიკოსი და კულტურის დარგის მენეჯერი, ვეცდები ბევრი სასიკეთო მოვუტანო იმ ხალხს, ვისაც ჩვენი ქვეყნის სახელი როგორც კულტურაში, ისე სპორტში, მსოფლიოში გააქვთ და ძალიან ღირსეულად და ამაყად ატარებენ საქართველოს სახელს. იმედი მაქვს, რომ კულტურის და სპორტის სფეროც გვენდობა და დავიწყებთ სწორ კომუნიკაციას იმისთვის, რომ პირველ რიგში, საქმე გავაკეთოთ და საქმე წინ წავიყვანოთ", - განაცხადა თინათინ რუხაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები