დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე იმედს გამოთქვამს, რომ ზაფხულში საქართველოს უკვე "ფაიზერის" ვაქცინა ექნება. აღნიშნული განცხადება მან მედია-ვებინარზე გააკეთა.
მისი თქმით, ამ საკითხზე პრემიერ-მინისტრმა მნიშვნელოვანი სატელეფონო ზარები განახორციელა.
"ფაიზერის" ვაქცინა საქართველოს აუცილებლად ექნება, თუმცა ზუსტ ვადას ვერ გეტყვით. დიდი იმედი გვაქვს, "ფაიზერი" ზაფხულში გვექნება", - განაცხადა იმნაძემ.
შეგახსენებთ: არსებული ინფორმაციით, საქართველო "ფაიზერის" მილიონ დოზა ვაქცინას თავად მწარმოებლისგან მიიღებს.




























