მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იმედია, შევძლებთ საქართველო ჩავთვალოთ მსოფლიოს იმ ნაწილად, რომელიც უფლებებს იცავს - ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრი

ისალანდიის საგარეო საქმეთა მინისტრი

ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრი, თორდის კოლბრუნ რეიკფიორდ გილფადოტირი ამბობს, რომ საქართველოში ვიზიტის მიზანი ქვეყნის ევროატლანტიკური მისწრაფების მიმართ სოლიდარობის გამოცხადებაა. ამის შესახებ მან ბალტიისპირეთის ქვეყნებისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრების სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„მე პატარა ქვეყნიდან ვარ, რომელიც ყოველდღიურად გრძნობს სარგებელს იმ ღირებულებებს დაცვისგან, რომლებიც ვშიშობთ, რომ დაზიანდება ამ კანონმდებლობით. კერძოდ, თავისუფლების, დემოკრატიის, ადამიანის უფლებების, კანონის უზენაესობის ღირებულებები კრიტიკულია კეთილდღეობის ზრდისა და მშვიდობისთვის. ეს საკუთარი გამოცდილებით ვიცით.

ვიმედოვნებთ, რომ შესაძლებლობა გვექნება საქართველო ჩავთვალოთ მსოფლიოს იმ ნაწილად, რომელიც იცავს თავისუფლებებსა და უფლებებს, რომლებსაც რუსეთი უტევს. ეს ასახულია ქართველი ხალხის ნებაში, 80%-ზე მეტი ევროატლანტიკურ გზას უჭერს მხარს“,- თქვა ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები