ტელეკომპანია "იმედის" მიერ გამოქვეყნებული ეგზიტპოლის მიხედვით, საპარლამენტო არჩევნებში პარტია "ქართულმა ოცნებამ" ხმების 56.1% მიიღო. "იმედის" დაკვეთით, კვლევა ჩაატარა "გორბმა". სხვა პარტიების შედეგები ასეთია:
კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა - 12.6%
„ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა” - 11.6%
„ძლიერი საქართველო-ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!” - 7%
„გახარია საქართველოსთვის” - 4.8%
„გირჩი” - 3%
პატრიოტთა ალიანსი - 2.2%;
სხვა - 2.7%
ინფორმაციისთვის, ეგზიტპოლის შედეგები 18:00 საათის მონაცემებს მოიცავს.