ღვინის ტურიზმის და ახალი ტურისტული ობიექტების განვითარების მიზნით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია USAID-თან თანამშრომლობას აგრძელებს. ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთან და მეღვინეების ასოციაცია Wine Club-თან ერთად იმერეთში, რაჭასა და ლეჩხუმში ტუროპერატორებისათვის ინფო-ტური გამართა.
ტურის ფარგლებში ტურისტული კომპანიების წარმომადგენლები საოჯახო მარნებს ესტუმრნენ და ადგილზე გაეცნენ საოჯახო ბიზნესსა და მათ პროდუქტებს.
ტურის მიზანი მარნების პოპულარიზაცია, ტურ-ოპერატორებისათვის ახალი ტურისტული ობიექტების ადგილზე შესწავლა და მარნების გასტრო და ღვინის ტურისტულ მარშრუტებში ჩართვაა.
USAID- მა რეგიონებში მარნებს საქმიანობის განახლების პროცესში ტექნიკური დახმარება აღმოუჩინა.
„ღვინის ტურიზმის მხარდაჭერისთვის წარმატებით მიმდინარეობს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და USAID-ის მიერ შემუშავებული პროგრამა, რომელიც მცირე მეწარმეების მხარდაჭერას და მათი სერვისების პოპულარიზაციას ითვალისწინებს. აღნიშნული პროექტის ფარგლებში იმერეთში, რაჭასა და ლეჩხუმში ჩატარდა ინფო-ტური, რომელშიც ტურისტული კომპანიების 15 წარმომადგენელი მონაწილეობდა.“ - განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილემ თამარ ყორიაულმა.
„ახლა ჩვენ ჭრებალოში ვართ, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში და ჩვენ ვეწვიეთ მეღვინეების ოჯახს, რომელსაც USAID-მ ტექნიკური დახმარება აღმოუჩინა ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად.
ეს არის იმ პარტნიორობის ნაწილი, რომელსაც USAID- ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას ერთ ახორციელებს, რათა საქართველოს რეგიონებში კულტურული ტურიზმი განვითარდეს. ჩვენი მიზანი მდგრადი კულტურული ტურიზმის ინდუსტრიის განვითარებაა, რომელიც საქართველოს უნიკალურ კულტურას როგორც შიდა ასევე საერთაშორისო ტურისტებს გააცნობს. ეს ხელს შეუწყობს ტურიზმის კიდევ უფრო განვითარებას საქართველოში, საერთაშორისო არეალზე კონკურენტურიანობის გაზრდას და სამუშაო ადგილების შექმნას საქართველოს რეგიონებში", - აცხადებს USAID-ის სტრატეგიისა და პროგრამების ოფისის უფროსი მრჩეველი ჯოზეფ ლარსენი.