მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

იმერეთში  ცენტრალურ მაგისტრალებზე პრობლემა არ გვაქვს, შიდასაუბნო გზებზე არის ადგილები, სადაც რჩება პრობლემა - ჟორჟოლიანი

სტიქია

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი აცხადებს, რომ იმერეთში ცენტრალურ მაგისტრალებზე ფაქტობრივად პრობლემა არ არის, თუმცა შიდასაუბნო გზებზე არის ადგილები, სადაც პრობლემა რჩება. ამის შესახებ მან "იმედის" ეთერში განაცხადა და აღნიშნა, რომ ყველგან აქტიური მუშაობა მიდის.

როგორც ლევან ჟორჟოლიანმა აღნიშნა, იმერეთში მუნიციპალიტეტს სამხედრო ძალები აქტიურად ეხმარებიან და პროცესების მართვა ოპერატიულად ხდება .

„ინტენსიურად მიმდინარეობს გზის გაწმენდითი სამუშაოები, ცენტრალურ მაგისტრალებს რაც შეეხება, საავტომობილო გზების დეპარტამენტი მუშაობს და ფაქტობრივად, პრობლემა არ გვაქვს. შიდასაუბნო, სოფლამდე მისასვლელ გზებზე არის ადგილები, სადაც რჩება პრობლემა, თუმცა ყველგან მიდის აქტიურად მუშაობა. მთავარი არის, რომ ამინდმა ხელი შეგვიწყოს, რესურსი მობილიზებულია. იმერეთში სამხედრო ძალები აქტიურად ეხმარებიან მუნიციპალიტეტს და შესაბამისად, ეფექტურად და ოპერატიულად ხდება ამ პროცესების მართვა“, - განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები