მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

IMF-ი 2023 წელს საქართველოსთვის 4%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს

64355fe1aa5b1
შოთა ტყეშელაშვილი
11.04.23 17:27
638
საერთაშორისო სავალუტო ფონდმა მსოფლიოს ეკონომიკური მიმოხილვა განაახლა. ორგანიზაციის შეფასებით, მიმდინარე წელს საქართველოს ეკონომიკა 4%-ით გაიზრდება, რაც ფონდის წინა პროგნოზის ანალოგიურია. 

2024 წლისთვის კი სავალუტო ფონდი საქართველოში 5%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს. ამ მხრივაც ფონდის პროგნოზი უცვლელია. 

სავალუტო ფონდის მიერ პროგნოზირებული 4% უფრო ნაკლებია, ვიდრე საქართველოს მთავრობის მიერ პროგნოზირებული ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი, რაც 2023 წლისთვის 5%; 2024-ში კი 5.2%-ს შეადგენს. 

IMF-ის პროგნოზი საქართველოს ინფლაციის მაჩვენებელსაც მოიცავს. ორგანიზაცია წელს საშუალოდ 5.9%-იან, 2024-ში კი 3.2%-იან ინფლაციას პროგნოზირებს. 

რეგიონის ქვეყნებისთვის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები ასე ნაწილდება:

რუსეთი - 0.7%-იანი ზრდა;
უკრაინა - -3%-იანი ვარდნა;
აზერბაიჯანი - 3%-იანი ზრდა;
სომხეთი - 5.5%-იანი ზრდა;
თურქეთი - 2.7%-იანი ზრდა;
საქართველო - 4%-იანი ზრდა;



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები