"ძალიან დამაიმედებელია საერთაშორისო სავალუტო ფონდის 5-წლიანი პროგნოზი, 2029 წლის ჩათვლით, რომლის თანახმადაც, საქართველო მსოფლიოში იქნება მოწინავე, ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
პრემიერის თქმით, ერთადერთი ქვეყანა, რომელიც საქართველოს ამ მიმართულებით უსწრებს, არის გაიანა, რომელმაც ნავთობი აღმოაჩინა ქვეყნის ტერიტორიაზე.
თუმცა, თავად IMF-ის მსოფლიო ეკონომიკური მიმოხილვით საქართველო მშპ-ის ზრდის ტემპით მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში მოსალოდნელი ზრდის საშუალო მაჩვენებლით არა მეორე არამედ, 22-ე ადგილზეა. IMF-ის თანახმად, 2025 წელს საქართველოში მოსალოდნელია 5.97%-იანი ეკონომიკური ზრდა, ხოლო 2026; 2027; 2028 და 2029 წლებში ეკონომიკური ზრდის პროგნოზი შეადგენს 5%-ს შესაბამისად, მომდევნო ხუთ წელში საქართველოში მოსალოდნელი ეკონომიკური ზრდის საშუალო მაჩვენებელი იქნება 5.2%, რაც ამავე პერიოდში გაიანაში მოსალოდნელ 15.66%-იან ყოველწლიურ საშუალო ზრდაზე სამჯერ ნაკლებია, ხოლო საქართველოსა და გაიანას შორის 20 ქვეყანა იმყოფება, მათ შორის (უგანდა 7.6%; ეთიოპია 7.4%; რუანდა 7%; და სხვა ქვეყნები).
IMF-ის თანახმად, 2025-2029 წლებში მსოფლიოში ყველაზე მაღალი ტემპით შემდეგი ქვეყნები გაიზრდებიან ტოპ 25
# | ქვეყანა | 2025 წელს | 2026 წელს | 2027 წელს | 2028 წელს | 2029 წელს | 2025-2029 წ.წ. საშუალო ყოველწლიური ზრდის პროგნოზი |
1 | გაიანა | 14.44% | 17.46% | 21.00% | 13.47% | 11.92% | 15.66% |
2 | უგანდა | 7.45% | 12.29% | 6.20% | 6.08% | 5.91% | 7.59% |
3 | ეთიოპია | 6.51% | 7.11% | 7.73% | 8.01% | 7.76% | 7.42% |
4 | რუანდა | 6.52% | 6.84% | 7.24% | 7.29% | 7.30% | 7.04% |
5 | ნიგერი | 7.33% | 6.10% | 6.43% | 6.01% | 6.01% | 6.37% |
6 | სამხრეთ სუდანი | 27.20% | 24.95% | 4.87% | 4.90% | 4.93% | 13.37% |
7 | კოტ-დ'ივუარი | 6.40% | 6.40% | 7.50% | 6.50% | 6.20% | 6.60% |
8 | ინდოეთი | 6.46% | 6.47% | 6.48% | 6.49% | 6.50% | 6.48% |
9 | ბანგლადეში | 4.50% | 7.70% | 7.30% | 6.70% | 6.50% | 6.54% |
10 | ბენინი | 6.51% | 6.19% | 6.18% | 6.00% | 5.99% | 6.18% |
11 | ტანზანია | 6.00% | 6.30% | 6.50% | 6.50% | 6.50% | 6.36% |
12 | ფილიპინები | 6.11% | 6.25% | 6.33% | 6.34% | 6.31% | 6.27% |
13 | ბუტანი | 7.21% | 6.39% | 5.19% | 5.65% | 7.16% | 6.32% |
14 | მოზამბიკი | 4.29% | 3.86% | 3.84% | 10.00% | 10.00% | 6.40% |
15 | კამბოჯა | 5.80% | 6.22% | 6.10% | 6.02% | 6.00% | 6.02% |
16 | ვიეტნამი | 6.06% | 6.01% | 5.85% | 5.75% | 5.55% | 5.84% |
17 | ლიბერია | 5.84% | 5.89% | 6.04% | 6.02% | 5.96% | 5.95% |
18 | სენეგალი | 9.30% | 4.94% | 5.15% | 5.25% | 4.06% | 5.74% |
19 | ჯიბუტი | 6.01% | 5.51% | 5.50% | 5.50% | 5.50% | 5.60% |
20 | მონღოლეთი | 7.03% | 5.97% | 5.52% | 5.47% | 5.03% | 5.80% |
21 | უზბეკეთი | 5.71% | 5.70% | 5.70% | 5.70% | 5.70% | 5.70% |
22 | საქართველო | 5.98% | 5.00% | 5.00% | 5.00% | 5.00% | 5.20% |
23 | ტოგო | 5.30% | 5.50% | 5.50% | 5.50% | 5.50% | 5.46% |
24 | გვინეა | 5.66% | 5.74% | 5.58% | 5.64% | 5.64% | 5.65% |
25 | გამბია | 5.76% | 5.01% | 5.00% | 5.02% | 5.02% | 5.16% |