მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

IMF-ის და ბრიტანეთის შეფასებით, ბაზარზე AI-ბუშტის გაჩენის რისკი იზრდება

ai ბუშტი

საერთაშორისო სავალუტო ფონდის და დიდი ბრიტანეთის ცენტრალური ბანკის შეფასებით, საერთაშორისო ბაზარზე AI-ინდუსტრიის მიმართულებით სპეკულაციური ბუშტის გაჩენის რისკი სწრაფად იზრდება.

როგორც IMF-ის მმართველმა დირექტორმა, კრისტალინა გეორგიევამ განაცხადა, AI-ინდუსტრიასთან დაკავშირებული ეიფორია ბაზრის გადახურების და მკვეთრი კორექციის რისკს აჩენს, ამიტომ ინვესტორებმა სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ.

როგორც ინგლისის ცენტრალურ ბანკში ფიქრობენ, თუკი ინდუსტრია ამ ტემპით გააგრძელებს ინვესტორებისგან დამატებითი კაპიტალის მოზიდვას, მაშინ საბაზრო შეფასებასა და რეალურ ღირებულებას შორის იმდენად დიდი აცდენა იქნება, რომ ეს ბაზარს მკვეთრ ვარდნამდე მიიყვანს.

უნდა აღინიშნოს, რომ AI-ინდუსტრიაში სპეკულაციური ბუშტის გაჩენის რისკზე არა მხოლოდ ეკონომისტები, არამედ თავად ამ ინდუსტრიის წარმომადგენლებიც საუბრობენ. მაგალითად, ჯეფ ბეზოსი, რომელიც ფიქრობს, რომ ის რაც დღეს ხდება, საეჭვოდ ჰგავს 1990-იანი წლების dot-com-ის ბუშტს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები