ხელოვნური ინტელექტი, უდავოდ, ბოლო ათწლეულის ყველაზე მნიშვნელოვანი და ტრანსფორმაციული ტექნოლოგიაა, რომელსაც მთელი მსოფლიოს შეცვლა შეუძლია.
AI-ს პოტენციალთან დაკავშირებით საერთაშორისო სავალუტო ფონდმა კვლევითი ანგარიში მოამზადა, რომელშიც აღნიშნულია, რომ სამუშაოების 40%-ში ადამიანებს ხელოვნური ინტელექტი ჩაანაცვლებს. ანუ, მარტივად რომ ვთქვათ, სამსახურების და სამუშაო ადგილების თითქმის ნახევარი უბრალოდ გაქრება, რადგან ხელოვნური ინტელექტი ამ დავალებებს ადამიანებზე უკეთესად და უფრო ეფექტიანად შეასრულებს.
IMF-ის შეფასებით, ხელოვნური ინტელექტი საზოგადოების უთანასწორობის პრობლემას კიდევ უფრო მეტად გაამწვავებს, რადგან AI-ს ძალას ყველაზე მეტად უმდიდრესი ადამიანები გამოიყენებენ; დაბალი კვალიფიკაციის მქონე მუშახელი კი სამუშაო ადგილს დაკარგავს და მათთვის დასაქმება კიდევ უფრო რთული გახდება, რადგან მათ კონკურენციაში შესვლა არა მარტო სხვა ადამიანებთან, არამედ ხელოვნურ ინტელექტთანაც მოუწევთ, რომელიც მარტივად დასამარცხებელი მეტოქე არ არის.
რამდენად გამართლდება IMF-ის ეს პროგნოზი, ამის თქმა ჯერ ნაადრევია, თუმცა ფაქტია, რომ AI-რევოლუცია იწყება და მისი შეჩერება უბრალოდ შეუძლებელი იქნება.