მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

IMF-ის შემდეგ, სებ-ი თურნავას პრეზიდენტად დანიშვნაზე ევროპის 7 ქვეყნის ცენტრალური ბანკების პრეზიდენტების მილოცვას ავრცელებს

ეროვნული ბანკი
14.02.25 11:16
797
სტატიაში საუბარია:

ევროპული ქვეყნების, მათ შორის ესპანეთის, სლოვაკეთის, სერბეთის, ბოსნია და ჰერცოგოვინას, მონტენეგროს, ჩრდილოეთ მაკედონიისა და სან-მარინოს ცენტრალური ბანკების პრეზიდენტები ნათია თურნავას საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტად დანიშვნას ულოცავენ.

როგორც მოლოცვის წერილებშია ნათქვამი, აღნიშნული ქვეყნების ცენტრალური ბანკები საქართველოს ეროვნულ ბანკთან თანამშრომლობის გაღრმავების იმედს გამოთქვამენ და დარწმუნებული არიან, რომ ნათია თურნავას პრეზიდენტობის პერიოდში საქართველოს ფინანსური სტაბილურობა და განვითარება კიდევ უფრო გაძლიერდება.

სებ-ის პრეზიდენტად დანიშვნა ნათია თურნავას ასევე მიულოცეს მოლდოვის, აზერბაიჯანის, სომხეთისა და ბელარუსის ცენტრალური ბანკების პრეზიდენტებმა, საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა და ალტერნატიულმა დირექტორმა, შავი ზღვის სავაჭრო და განვითარების ბანკმა, კორეის საფინანსო სატელეკომუნიკაციო და საკლირინგო ინსტიტუტმა (KFTC).

გასულ კვირას "ქართული ოცნების" მიერ არჩეულმა პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ნათია თურნავა სებ-ის პრეზიდენტად დანიშნა. ნათია თურნავას კანდიდატურა მიხეილ ყაველაშვილს სებ-ის საბჭომ წარუდგინა, რომლის 4 ახალი წევრი საქართველოს პარლამენტმა 6 თებერვალს დაამტკიცა. სებ-ის საბჭო 9 წევრითაა დაკომპლექტებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები