მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

IMF-მა 2026 წლის გლობალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზი შეამცირა

imf

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა, 2026 წლის გლობალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზი იანვარში ნავარაუდები 3.3%-დან 3.1%-მდე შეამცირა.

IMF-ის განმარტებით, აღნიშნული გადაწყვეტილება ახლო აღმოსავლეთში ესკალაციითაა განპირობებული, რაც ენერგეტიკულ ბაზარზე მნიშვნელოვან რისკებს ქმნის.

გლობალური ეკონომიკური პერსპექტივების განახლებულ ანგარიშში ნათქვამია, რომ ბოლო პერიოდში მდგრადი აღდგენის პროცესი შეფერხდა და რისკები მკვეთრად ნეგატიური მიმართულებით გაიზარდა.

IMF-ის მთავარი ეკონომისტის, პიერ-ოლივიე გურინშას განცხადებით, კონფლიქტმა გლობალური განვითარების ტრაექტორია მკვეთრად შეცვალა და შესაძლოა, უპრეცედენტო მასშტაბის ენერგეტიკული კრიზისიც გამოიწვიოს. ფონდის პროგნოზით, მიწოდების შოკი ინფლაციის ზრდაზე, საერთაშორისო ვაჭრობასა და ფინანსურ სტაბილურობაზე პირდაპირ ნეგატიურ გავლენას იქონიებს.

უარეს შემთხვევაში, თუ კონფლიქტი გახანგრძლივდება და ენერგორესურსებზე ფასები კიდევ უფრო მოიმატებს, გლობალური ზრდა შესაძლოა 2%-მდე შენელდეს, რაც მსოფლიო ეკონომიკას რეცესიის ზღვარზე დააყენებს.

ორგანიზაცია ცენტრალურ ბანკებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს, რათა ინფლაციური მოლოდინების დესტაბილიზაცია თავიდან აიცილონ. ამასთან, IMF-ში მთავრობებს ურჩევენ, თავი შეიკავონ მასშტაბური სუბსიდიებისგან და ფინანსური დახმარება მხოლოდ ყველაზე მოწყვლადი სოციალური ჯგუფებისკენ მიმართონ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები