საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) აღმასრულებელმა საბჭომ მადაგასკარის რესპუბლიკას COVID-19-თან საბრძოლველად $165.99 მილიონი გამოუყო. ამის შესახებ ინფორმაცია ფონდის ოფიციალურ გვერდზე ვრცელდება.
”Covid-19- ის პანდემია ძლიერ გავლენას ახდენს მადაგასკარის ეკონომიკაზე. ტურიზმის დრამატული ვარდნის გამო და ასევე, წარმოების, ექსპორტის, ტრანსპორტის, კომუნიკაციებისა და სერვისების შეფერხების გამო, მშპ-ს რეალური ზრდა სავარაუდოდ მკვეთრად შემცირდება.
ფისკალური მდგომარეობა ასევე სწრაფად უარესდება ჯანდაცვაში. ფონდის მხარდაჭერა ქვეყნის ხელისუფლებას დაეხმარება დააკმაყოფილოს გადაუდებელი ფისკალური და გარე დაფინანსების საჭიროებები პანდემიის გავლენის შესამცირებლად“, – განაცხადა მმართველი დირექტორის მოადგილე მიცუჰირო ფურუსავამ.
როგორც IMF-ის ანგარიშშია აღნიშნული, მადაგასკარის რესპუბლიკის ხელისუფლება ცდილობს მიიღოს დაუყოვნებელი ზომები, რათა შეამციროს პანდემიის გავლენა ადამიანებზე და ეკონომიკაზე და ამასთანავე შეინარჩუნოს მაკროეკონომიკური სტაბილურობა. ეს მოიცავს ყველაზე დაუცველების დახმარებას, კერძო სექტორის მხარდაჭერას და გაცვლითი კურსის მოქნილი რეჟიმის შენარჩუნებას.




























