მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

IMF-მა საქართველოს 2024 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 7.55%-მდე გაზარდა

IMF

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) მსოფლიოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი განაახლა, რომლითაც საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზს გადახედა. ახალი პროგნოზით საქართველოს ეკონომიკა წელს 5.74%-ის ნაცვლად 7.55%-ით გაიზრდება. შესაბამისად, სავალუტო ფონდი საქართველოში 1.81 პროცენტით უფრო მაღალ ზრდას მოელის, ვიდრე ეს ფონდის მიერ აპრილში იყო ნავარაუდევი, 2025 წლისთვის კი IMF საქართველოსთვის 5.97%-იან ზრდას მოელის, რაც წინა პროგნოზთან შედარებით 0.74%-ით მეტია.

თავის მხრივ, IMF-ზე უფრო მაღალი ეკონომიკური ზრდის მოლოდინი აქვს საქართველოს მთავრობას, რომელმაც 1 ოქტომბერს გამოქვეყნებულ BDD დოკუმენტში აღნიშნა, რომ წელს ქვეყანაში 8.2%-იანი ზრდა არის მოსალოდნელი, 2025 წლის განმავლობაში კი მთავრობა 5.5%-იან ზრდას მოელის, ანუ 2025 წლისთვის სავალუტო ფონდი უფრო მაღალ ზრდას მოელის საქართველოში, ვიდრე თავად საქართველოს მთავრობა.

რეგიონის ქვეყნებისთვის IMF-ის პროგნოზები 2024 და 2025 წლების ეკონომიკურ ზრდებთან დაკავშირებით ასეთია:

საქართველო - 2024 წელს 7.55%-იანი ზრდა, 2025-ში 5.97%;

სომხეთი - 2024 წელს 6.04%-იანი ზრდა, 2025-ში 4.91%;

აზერბაიჯანი - 2024 წელს 3.17%-იანი ზრდა, 2025-ში 2.52%;

თურქეთი - 2024 წელს 3%-იანი ზრდა, 2025-ში 2.7%;

უკრაინა - 2024 წელს 3%-იანი ზრდა, 2025-ში 2.5%;

რუსეთის ფედერაცია - 2024 წელს 3.62%-იანი ზრდა, 2025-ში 1.34%.

რაც შეეხება ფაქტობრივ მაჩვენებლებს, 2024 წლის 8 თვეში საქართველოს ეკონომიკა 10%-ით გაიზარდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები