მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

IMF-მა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი შეამცირა

606c60d306117
შოთა ტყეშელაშვილი
06.04.21 17:25
1367
საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი შეამცირა - ორგანიზაცია წელს ქვეყანაში მხოლოდ 3.5%-იან აღდგენას ელის, როდესაც წინა პროგნოზით, 4.3%-იანი ზრდა იყო ნავარაუდევი. 4.3%-იანი ზრდის პროგნოზს ინარჩუნებს საქართველოს მთავრობა.

ანგარიშის თანახმად, 2022 წელს ქვეყანაში - 5.8%-იანი ეკონომიკური ზრდა, 2023 წელს კი 5.5%-იანი ეკონომიკური ზრდა არის მოსალოდნელი. 2022 და 2023 წლების ზრდის შესახებ ანალოგიური პროგნოზი აქვს საქართველოს მთავრობასაც. 

იმ შემთხვევაში თუკი წელს ეკონომიკური აქტივობა პროგნოზირებულზე დაბალი იქნება, მაშინ შესაძლოა, საფრთხე დაემუქროს 2021 წლის ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების მოცულობას. 

მსოფლიო ბანკის შეფასებით კი, საქართველოს ეკონომიკის COVID-19-მდე არსებულ დონემდე აღდგენა 2022 წლის ბოლომდე ნაკლებად სავარაუდოა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები