მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

IMF საქართველოს მთავრობას გონივრული ფისკალური პოლიტიკის შენარჩუნებას ურჩევს

64badd3a85cc5
BM.GE
22.07.23 10:00
756
13-21 ივლისს, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამ ბატონი ჯეიმს ჯონის ხელმძღვანელობით ვირტუალურ ფორმატში შეხვედრები გამართა საქართველოს ხელისუფლებასთან, ბოლოდროინდელი ეკონომიკური და ფინანსური ვითარების განხილვის და რეფორმის პრიორიტეტების შეფასების მიზნით.

როგორც IMF -ის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ნათქვამი მაღალი საგარეო გაურკვევლობის პირობებში, საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკა ფისკალური და სავალუტო ბუფერების ზრდაზე და რეფორმების განხორციელებაზე უნდა დარჩეს მიმართული, რაც ეკონომიკის მედეგობას და ინკლუზიური ზრდის პოტენციალს განამტკიცებს.

"საქართველოს ეკონომიკა სწრაფ ზრდას განაგრძობს. 2023 წლის იანვარ-მაისში ეკონომიკა 7.5 პროცენტით გაიზარდა. ეკონომიკის ზრდას ხელს უწყობს ძლიერი ტურიზმი, ტრანზიტული ვაჭრობა და ასევე ფინანსური შემოდინებები, რაც, თავისმხრივ, უკრაინაში რუსეთის ომს უკავშირდება. საგარეო შემოდინებების სიმტკიცე ლარის გაცვლითი კურსის გამყარებას ხელს უწყობს. 2023 წლის პირველ კვარტალში მიმდინარე ანგარიშის დეფიციტმა კლება განაგრძო. 2023 წლის პირველ ნახევარში ბიუჯეტი მცირედ პროფიციტული იყო მაღალი ფისკალური შემოსავლების გამო.

“გაურკვევლობა მაღალია უცხოური წყაროებიდან შემოდინებების მდგრადობასთან და გლობალურ კონიუქტურასთან დაკავშირებით. ასეთ ვითარებაში, საჭიროა გონივრული ფისკალური და რეზერვების მართვის პოლიტიკის გაგრძელება და ადგილობრივი ინფლაციის და ფინანსური სექტორის მიმართ შესაძლო რისკების თვალყურისდევნება.

“2024 წელს და შემდგომ მიზანშეწონილია მცირე ფისკალური კორექტირება რაც ბუფერების ზრდის შესაძლებლობას მოგვცემს და შექმნის სივრცეს ხარჯვისთვის საჭირო პრიორიტეტებზე, მათ შორის განათლებასა და ინფრასტრუქტურაზე. სახელმწიფო საწარმოების მმართველობის რეფორმის სტრატეგიის და განახლებადი ენერგიის განვითარების რეფორმის განხორციელება უნდა მოხდეს ფისკალური რისკების შეზღუდვის, ეფექტურობის და შეჯიბრებითობის დაცვით.

მისიის დასასრულს IMF-მა ინფორმაცია გამოაქვეყნა, სადაც წერია, რომ გამოქვეყნებული პრესრელიზი წარმოადგენს საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) მისიის წევრთა განაცხადს ვიზიტის მსვლელობისას მათი მიგნებების შესახებ. ეს განაცხადი ეკუთვნის მისიის წევრებს და, შესაძლოა, არ ასახავდეს სსფ-ს აღმასრულებელ დირექტორთა საბჭოს აზრს. ამ მისიის მიგნებები სსფ-ს აღმასრულებელ დირექტორთა საბჭოს განსახილველად არ წარედგინება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები