2025 წლის იანვარ-მარტში საქართველომ 4.2 მლრდ აშშ დოლარის საქონელი იყიდა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 20.1%-ით მეტია.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025 წლის იანვარ-მარტში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 73.2% შეადგინა, მთავარი იმპორტიორი ქვეყანა კი აშშ-ია.
იმპორტიორი ქვეყნების TOP-10 კი ასე გამოიყურება:
- აშშ - 654.3 მლნ აშშ დოლარი [ზრდა 66.9%];
- თურქეთი - 587.2 მლნ აშშ დოლარი [კლება 6.3%];
- რუსეთი - 512.9 მლნ აშშ დოლარი [ზრდა 11.8%];
- ჩინეთი - 389.7 მლნ აშშ დოლარი [ზრდა 46.1%];
- გაერთიანებული სამეფო - 292 2 მლნ აშშ დოლარი [ზრდა 733%];
- გერმანია - 238.7 მლნ აშშ დოლარი [კლება 1.2%];
- აზერბაიჯანი - 165.1 მლნ აშშ დოლარი [ ზრდა 0.1%];
- იტალია - 87.09 მლნ აშშ დოლარი [ კლება 8%];
- იაპონია - 78.7 მლნ აშშ დოლარი [ზრდა 5.5%];
- ბულგარეთი - 78.7 მლნ აშშ დოლარი [ ზრდა 39.7%].
უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2025 წლის იანვარ-მარტში წარმოდგენილი იყო მსუბუქი ავტომობილების სახით, რომლის იმპორტმა 622.2 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 14.8% შეადგინა. მეორე ადგილს იკავებს სურათები, ნახატები და პასტელების (ხელით შესრულებული) 481.1 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 11.4%), ხოლო მესამე ადგილზეა ნავთობი და ნავთობპროდუქტები 301.5 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 7.1%).




























