მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

6 თვეში იმპორტი მცირედით $7.4 მილიარდამდე გაიზარდა - TOP-10 საიმპორტო ქვეყანა და საქონელი

იმპორტი

2024 წლის პირველ ექვს თვეში საქართველოში საგარეო ვაჭრობა 1.8%-ით შემცირდა და და 10 მილიარდ 319 მილიონი დოლარი შეადგინა. კლება ძირითადად ექსპორტის 6.7%-იანი შემცირებით არის განპირობებული. რაც შეეხება იმპორტს, საქართველოდან სხვადასხვა დასახელების საქონლის შესაძენად ამ პერიოდში 7 მილიარდ 471 მილიონი დოლარი გავიდა, რაც წლიურად მცირედით - 0.2%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

იანვარ-ივნისში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 68.3% შეადგინა. პირველ სამეულში შედის: თურქეთი, რუსეთი და აშშ. წლის პირველ ნახევარში უმსხვილესი საიმპორტო მიმართულებებიდან ოთხის შემთხვევაში საქონლის შეძენის მაჩვენებელი შემცირდა, ხოლო დანარჩენ ექვსში - გაიზარდა. აქედან აღსანიშნია, რომ საიმპორტო ქვეყნების პირველ ათეულში ჰონ-კონგიც მოხდა, საიდანაც იმპორტი რეკორდულად გაიზარდა.

TOP-10 საიმპორტო ქვეყნის რეიტინგი:

  1. თურქეთი - $1.2 მილიარდი, ზრდა - 2.8%;
  2. რუსეთი - $857 მილიონი, კლება - 7.5%;
  3. აშშ - $771.2 მილიონი, კლება - 18.5%;
  4. ჩინეთი - $709 მილიონი, ზრდა - 23.1%;
  5. გერმანია - $498 მილიონი, ზრდა - 6.3%;
  6. აზერბაიჯანი - $279 მილიონი, კლება - 12.5%;
  7. იაპონია - $207 მილიონი, კლება - 20%;
  8. იტალია - $200 მილიონი, ზრდა - 10.5%;
  9. საფრანგეთი - $150.9 მილიონი, ზრდა - 9.5%;
  10. ჰონ-კონგი - $143.9 მილიონი, ზრდა 181.9%.

რაც შეეხება უმსხვილეს საიმპორტო სასაქონლო ჯგუფებს, წლის პირველ ნახევარში რეიტინგში პირველ ადგილს ტრადიციულად მსუბუქი ავტომობილები იკავებენ, რომლის იმპორტმა 1 მილიარდ 246 მილიონი დოლარი და მთელი იმპორტის 16.7% შეადგინა. თუმცა აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ავტომობილების იმპორტის მაჩვენებელი მიმდინარე წელს კლების ტენდენციით ხასიათდება.

იმპორტირებული საქონლის TOP-10-ეული კი ასეთია:

  1. მსუბუქი ავტომობილები - $1.2 მილიარდი, კლება - 19.7%;
  2. ნავთობი და ნავთობპროდუქტები - $631 მილიონი, ზრდა - 27.3%;
  3. სამკურნალო საშუალებები დაფასოებული - $318 მილიონი, ზრდა - 20.7%;
  4. ნავთობის აირები და სხვა აირისებრი ნახშირწყალბადები - $226 მილიონი, კლება - 17.8%;
  5. გამომთვლელი მანქანები და მათი ბლოკები - $162 მილიონი, ზრდა - 85%;
  6. სატელეფონო აპარატები და აპარატები მონაცემების გადაცემისა და მიღებისთვის, სადენიანი და უსადენო კავშირისათვის - $145 მილიონი, კლება - 19.7%;
  7. სატვირთო ავტომობილები - $99.4 მილიონი, ზრდა - 34.5%;
  8. წნელები ნახშირბადიანი ფოლადისაგან, შემდგომი დამუშავების გარეშე - $76.1 მლნ, ზრდა - 36.6%;
  9. სიგარები, სიგარილები და სიგარეტები თამბაქოს ან მისი შემცვლელებისაგან - $72.9 მლნ, კლება - 0.8%;
  10. შავი ლითონების მეტალოკონსტრუქციები და მათი ნაწილები - $65.3 მლნ, ზრდა - 7.2%.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები