მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

იმპორტირებული პომიდორი გაძვირდა - სად ვყიდულობთ/ვყიდით?

პამიდორი

ოფიციალური მონაცემებით, პომიდორი წელს წინა წელთან შედარებით 17%-ით გაიაფდა. BM.GE დაინტერესდა, თუ სად ვყიდულობთ და ვყიდით ამ ბოსტნეულს?

სტატისტიკა კი სხვა რამეზე მიუთითებს. საქსტატის მიხედვით, საქართველოში პომიდვრის იმპორტი წლიურად შემცირდა, თუმცა მისმა ღირებულებამ მოიმატა - შედეგად, იმპორტირებული პომიდორი გაძვირდა.

საქსტატის ოფიციალური მონაცემებით, 2025 წლის იანვარ-აგვისტოში ქვეყანაში შემოიტანეს 18 930 ტონა პომიდორი, რომლის ღირებულებამ $13.4 მილიონი შეადგინა. გასულ წელს, ანალოგიურ პერიოდში, იმპორტის მოცულობა 20 403 ტონა იყო, ხოლო გადახდილი თანხა - $12.3 მილიონი. შესაბამისად, იმპორტში გადახდილი თანხა 8.7%-ით გაიზარდა, მაშინ როცა მოცულობა 7.2%-ით შემცირდა, რაც ფასების ზრდაზე მიუთითებს.

წელს, მთავარი მომწოდებელი ქვეყნისთვის თურქეთი იყო, სადაც საქართველომ 17 485 ტონა პომიდორში, $12.4 მილიონი გადაიხადა. მეორე ადგილზეა აზერბაიჯანი - $903 ათასი, 1 311 ტონა; მესამე პოზიციაზე კი ირანი - $82 ათასი, 122 ტონა.

გარდა ამისა, მცირე რაოდენობის პომიდორი შემოვიდა ესპანეთიდან ($14 ათასი, 7 ტონა), ნიდერლანდებიდან ($11 ათასი, 3 ტონა) და საფრანგეთიდან ($2 ათასი, 20 კილოგრამი).

რაც შეეხება ექსპორტს, პომიდვრის ექსპორტი წელს 40%-ით შემცირდა. უფრო კონკრეტულად, საქსტატის მონაცემებით, წელს 8 თვეში საერთაშორისო ბაზარზე გაყიდული 1 291 ტონა პომიდვრიდან მიღებულმა შემოსავალმა $1.8 მლნ შეადგინა. მაშინ, როდესაც გასულ წელს, ანალოგიურ საანგარიშო პერიოდში მიღებული შემოსავალი $3 მლნ-ს შეადგენდა, ხოლო მოცულობა 2 195 ტონას.

ქვეყანამ პომიდორი წელს 2 საერთაშორისო ბაზარზე გაყიდა. სომხეთსა და რუსეთში. სომხეთში რეალიზებული პომიდვრის მოცულობა 1 087 ტონას შეადგენდა, ხოლო შემოსავალი - $1.5 მლნ-ს. რუსეთში კი საქართველომ $ 330 ათასის ღირებულების 204 ტონა პომიდორი გაყიდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები