მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„იმპორტირებული წინდები ბევრად იაფია და კონკურენცია რთულდება“ – Tiflistex-ი გამოწვევებზე

63dd04ccb9266
ვიქტორია მღებრიშვილი
03.02.23 17:16
1052
ქართული წინდის მწარმოებელი კომპანია Tiflistex-ის გენერალური დირექტორი გიორგი გაჩეჩილაძე ქვეყანაში იმპორტირებულ და ადგილობრივ პროდუქტს შორის არსებულ არათანაბარი კონკურენციის პირობებზე საუბრობს. ის ამბობს, რომ ადგილობრივი მეწარმისთვის, რომელიც საწარმოო პროცესებს მაღალი სტანდარტებით მართავს ეს გამოწვევას წარმადგენს.

Tiflistex-ის წინდები საქართველოში კარფურში და თბილისის მასშტაბით სავაჭრო ცენტრებში განთავსებულ ოთხ სარეალიზაციო წერტილში იყიდება. რეალიზაციის 40% სწორედ ადგილობრივ ბაზარზე მოდის, დანარჩენი კი ექსპორტზე გადის.

BM.GE-სთან კომპანიის გენერალური დირექტორი გიორგი გაჩეჩილაძე აღნიშნავს, რომ კომპანია წარმოებას საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით მართავს და ამისთვის სერტიფიცირებაც აქვს გავლილი.

„წარმოებას მიღებული აქვს სერტიფიკატი, რომელიც ადასტურებს, რომ წინდები ჯანმრთელობისთვის უვნებელია, ანუ არ შეიცავს ისეთ მატერიას და საღებავებს, რომელიც ორგანიზმისთვის ტოქსიკურია. ასეთი მოთხოვნები ჩვენ ბაზარზე არ არის, მაგრამ ჩვენ ეს სტანდარტი გვაქვს და სწორედ ამიტომ გაგვაქვს პროდუქტი ევროპაში ექსპორტზე.

ჩვენ კი მივდივართ ევროპისკენ, თუმცა ასეთი სტანდარტი ჩვენთან არ არის. ბაზარზე შემოტანილი პროდუქტის ხარისხიც არ კონტროლდება და არ ვიცით იმპორტირებული წინდები რომელი საღებავებით არის შეღებილი, ან რა არის გამოყენებული, რის გამოც პროდუქტი ბევრად იაფია და კონკურენცია რთულდება.

ამასთან, ჩვენი წარმოება 41-ე დადგენილების მიხედვით მოქმედებს, რაც სახანძრო უსაფრთხოებას, შშმ პირებზე გათვალისწინებულ ინფრასტრუქტურას, მყარი ნარჩენების მართვის პროგრამას და გაფრქვევების შემცირების პროგრამას, ამ მოთხოვნების დაცვის გამო ჩვენი წარმოება კიდევ უფრო ძვირდება. ჩვენ არ ვიძახით რომ ეს ცუდია. სამწუხაროდ, იმპორტიორებს ამ მოთხოვნების დაკმაყოფილება არ უწევთ. მაგალითისთვის თუ ჩინეთიდან წინდების იმპორტი ხდება, ჩვენ არ ვიცით რომელი საწარმოდან მოდის ეს პროდუქცია და რა სტანდარტებს იცავენ იქ. ქვეყანას უნდა ჰქონდეს მოთხოვნები, რომ იმპორტიორები და ადგილობრივი მწარმოებლები ანალოგიურ პირობებში ჩადგნენ. ამიტომ პროდუქტის იმპორტისას სახელმწიფომ სერტიფიკატები უნდა მოსთხოვოს. ამ საკითხზე კომუნიკაცია შესაბამის უწყებებთან მუდმივად გვაქვს, თუმცა პასუხი ჯერ არ მიგვიღია“, - განმარტა გაჩეჩილაძემ.

კომპანიის გენერალური დირექტორი აღნიშნავს, რომ Tiflistex-ის ბრენდის ცნობადობა წლიდან წლამდე იზრდება და ქართველი მომხმარებელი წინდებს მაღალი ხარისხისა და ქვეყანაში წარმოების გამო ყიდულობს.

ბრენდის ცნობადობა წლიდან წლამდე იზრდება და ტიფლისტექსის ქართულ წინდებს ქვეყანაში იცნობენ.

ამასთან საწარმო ადგილობრივ კომპანიებთან თანამშრომლობს და მათთვის წინდებს აწარმოებს. კომპანიის ხელმძღვანელის თქმით, ასეთი პარტნიორობის წილი წარმოებაში მცირეა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები