მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Tiflistex-მა $200 000-ის ინვესტიციით მზის ელექტროსადგური მოაწყო

63dbab5d31a0b
ვიქტორია მღებრიშვილი
02.02.23 18:15
2359
კომპანია Tiflistex-მა, რომელიც ადგილობრივი და საექსპორტო ბაზრისთვის წინდებს აწარმოებს, მზის ელექტროსადგური მოაწყო.

კომპანიის გენერალურმა დირექტორმა გიორგი გაჩეჩილაძემ BM.GE-სთან აღნიშნა, რომ პროექტის განხორციელებისთვის 200 000 დოლარის რეინვესტიცია განახორციელა და საწარმოს ტერიტორიაზე 336 კვტ დადგმული სიმძლავრის მზის ელექტროსადგური მოაწყო.

„მიმდინარე წელს TiflisTex-ი ეკომეგობრული წარმოება გახდება, რადგან ქარხნის ტერიტორიაზე კომპანია G-enco-სთან პარტნიორობით მზის პანელები დავამონტაჟეთ. შედეგად კომპანიის მიერ გარემოზე ნეგატიური ზეგავლენა შემცირდება და წარმოებისთვის საჭირო ელექტროენერგიის 90% ჩვენ მიერ გამომუშავებული მწვანე ენერგია იქნება.

მზის სადგურის ამოქმედებას და სისტემაში ჩართვას უახლოესი 2 კვირის მანძილზე ვგეგმავთ“, - უთხრა BM.GE-ს გიორგი გაჩეჩილაძემ და დასძინა, რომ კომპანია ჩადებული ფინანსური რესურსის ამოღებას 4-5 წელიწადში შეძლებს და ეს პროექტი მის კომუნალურ ხარჯებს მნიშვნელოვნად შეამცირებს.

ცნობისთვის: ქართული წინდების მწარმოებელი კომპანია TiflisTex-ი 2019 წელს ამოქმედდა. 2022 წელს კომპანიამ 1.6 მლნ წინდის წარმოება და რეალიზება ადგილობრივ და საექსპორტო ბაზრებზე შეძლო. წარმოების სრული სიმძლავრე წლიურად 2-3 მლნ წინდაა. დღეისთვის წარმოება, სარეალიზაციო ობიექტებთან ერთად 60 სამუშაო ადგილს ქმნის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები