მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იმპორტის ჩანაცვლება და EU-ს ბაზარზე ექსპორტის გაზრდა - ნინო წილოსანი პრიორიტეტებს ასახელებს

5fe88808b08ed
სალომე მეცხვარიშვილი
27.12.20 18:30
1386
იმპორტის ჩანაცვლება და ევროკავშირის ბაზარზე ქართული პროდუქციის ექსპორტის გაზრდა - ეს იქნება ის პრიორიტეტები, რომელიც პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტს მომდევნო 4 წლის განმავლობაში ექნება.

ამის შესახებ bm.ge-ის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ნინო წილოსანმა განუცხადა.

“განსაკუთრებული აქცენტი გვექნება, ასევე, განათლების კომპონენტზე, განათლების ამაღლებაზე ფერმერებსა და ადგილობრივ მოსახლეობაში, რათა მათი უნარები და ცოდნის ხარისხი გაუმჯობესდეს და მეორე მხრივ, მნიშვნელოვანია, რეგიონების პროფესიული კადრებით - აგრონომებით, ვეტერინატებით უზრუნველყოფა, რომელთა მნიშვნელოვანი დეფიციტი გვაქვს საქართველოში”, - აცხადებს ნინო წილოსანი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები