მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იმპორტული EV-ები და დამტენები დღგ-სგან აზერბაიჯანში კიდევ ორი წლით გათავისუფლდება

EV

აზერბაიჯანის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ელექტრომობილების და დასამუხტი ინფრასტრუქტურის იმპორტზე არსებული საგადასახადო შეღავათები, შესაძლოა, კიდევ ორი წლით გახანგრძლივდეს. BMG-ის აზერბაიჯანის ბიუროს ინფორმაციით, შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები ხელისუფლებამ უკვე შეიმუშავა.

არსებული კანონმდებლობით, რომელიც 2022 წლის 1-ელი იანვრიდან მოქმედებს, იმპორტირებული ელექტრომობილები და მეორე და მესამე დონის დასამუხტი ინფრასტრუქტურა გათავისუფლებულია 18%-იანი დამატებული ღირებულების გადასახადისგან (დღგ). არსებული კანონმდებლობით, რეგულაცია 2025 წლის 1-ელ იანვრამდე მოქმედებს, მაგრამ ის კიდევ ორი წლით გახანგრძლივდება.

აზერბაიჯანი, რომელიც ბუნებრივი წიაღისეულის დიდი ექსპორტიორია, ეკონომიკის და ენერგეტიკის დივერსიფიცირების სტრატეგიას მიჰყვება და ქვეყნის ელექტრიფიცირება, ამ ხედვის ერთ-ერთი ნაწილია. საგადასახადო შეღავათების დაწესებით, ხელისუფლებას ელექტრომობილების იმპორტის გაზრდა სურს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები