მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“იმპორტზე გადასახადის დაწესება შაქარს გააძვირებს” - იმპორტიორი

შაქარი

შაქარზე იმპორტის გადასახადი ამოქმედდება. მთავრობის დადგენილებით, 100 კგ-ზე მეტი ოდენობის შაქრის იმპორტისას თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში გაფორმება 1 კილოგრამზე 40 თეთრით განისაზღვრა, ანუ ყოველი 1 ტონა შაქრის იმპორტის გადასახადი 400 ლარი იქნება.

დადგენილება, რომელიც მთავრობამ 10 ნოემბერს მიიღო, ძალაში შედის 20 ნოემბრიდან და იმოქმედებს 2024 წლის 1 ივლისამდე.

შაქრის იმპორტიორები აცხადებენ, რომ პროდუქციის იმპორტზე დროებითი გადასახადის შემოღება მომხმარებელს პროდუქციას გაუძვირებს. თემურ ფაცაცია ზუსტ თანხას თუ რამდენით გაძვირდება ადგილობრივ ბაზარზე სარეალიზაციო პროდუქცია ვერ ასახელებს, თუმცა მისი გაანგარიშებით და მტკიცებით, დღგ-ს ჩათვლით, 1 ტომარა შაქარი, ამ მოცემულობით, საშუალოდ 23 ლარით გაძვირდება.

“ფასი უნდა გავზარდო საქონელზე. მე კი არაფერს ვიხდი და ისევ მყიდველი გადაიხდის, მაგრამ საქონელი გაძვირდება. თუ კილოგრამზე 40 თეთრი წესდება, ფასიც მინიმუმ ამ მოცულობით გაიზრდება. იმპორტიორი სახლიდან ხომ არ მოიტანს ამ ფულს? ამის გადამხდელი მარტო მყიდველია.

დღგ-ს ნაწილიც რომ გავითვალისწინოთ, 40 თეთრის 18% 7.2 თეთრია. ანუ კილოგრამზე 47 თეთრი გამოდის. ამ მოცემულობით 1 ტომარა 23 ლარით ძვირდება. მარტივი არითმეტიკაა, დღეს აგარის შაქარი იყიდება 118 ლარად. მე რომ მიჯდება შაქარი 112 ლარი 3 ლარს ვამატებ და ვყიდი 115 ლარად. მიძვირდება 23 ლარით, მე 23 ლარით უნდა გავზარდო ფასი. რა თქმა უნდა, გაზრდის შაქრის ღირებულებას“, - ამბობს თემურ ფაცაცია.

როგორც ცნობილია, მიმდინარე წლის პირველი 10 თვეში ქვეყანაში, შაქრის იმპორტი გაიზარდა. საქსტატის მონაცემებით, ამ პერიოდში შაქრის შესაძენად საქართველოდან 113 114 ტონა შაქრის შესაძენად 76.7 მლნ დოლარი გავიდა.

იმპორტის ღირებულება 28.4%-ითაა გაზრდილი, ხოლო მოცულობა დაახლოებით 10 000 ტონით, რაც 9%-იან მატებას ნიშნავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები