მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"იმსჯელეს გლობალური გარემოსდაცვითი ფონდიდან დაფინანსების შესაძლებლობებზე"- სონღულაშვილი UNDP-ის წარმომადგენელს შეხვდა

12

"ქართული ოცნების" გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივ წარმომადგენელს საქართველოში, დაგლას უებს შეხვდა.

სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრის ერთ-ერთ მთავარ თემას დაცული ტერიტორიების გაფართოება და მათი განვითარების მხარდაჭერა წარმოადგენდა. მხარეებმა იმსჯელეს გლობალური გარემოსდაცვითი ფონდიდან დაფინანსების შესაძლებლობებზე, რომელიც ბიომრავალფეროვნების დაცვასა და ახალი დაცული ტერიტორიების შექმნას მოხმარდება.

„წელს საქართველოში ორი ახალი დაცული ტერიტორია შეიქმნება, რაც შესაბამისი ინფრასტრუქტურისა და ადმინისტრაციული შესაძლებლობების გაძლიერებას მოითხოვს. ახალი დაცული ტერიტორიების განვითარებაში მნიშვნელოვანი იქნება საერთაშორისო მხარდაჭერა. აღსანიშნავია, რომ საკანონმდებლო ჩარჩო უკვე მზად არის და მალე მთავრობას წარვუდგენთ კომპლექსურ წინადადებას“, - განაცხადა სონღულაშვილმა.

მხარეებმა ასევე იმსჯელეს სოფლის მდგრადი განვითარების მიმართულებით თანამშრომლობაზე, მათ შორის სოფლის მეურნეობის, ირიგაციისა და მიწათსარგებლობის პროგრამებზე.

„ჩვენ გვაქვს შეთანხმებული და მკაფიო ხედვა, რაც ქმნის საფუძველს, ვიმუშაოთ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ფონდების, რესურსების მობილიზაცია და თქვენი პრიორიტეტების მხარდაჭერა“, - განაცხადა UNDP-ის მუდმივმა წარმომადგენელმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები