მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„იმუშავე საქართველოდან“ ფარგლებში ქვეყანაში 1 120 პირი შემოვიდა - პროგრამის შედეგები

61c45eec6420d
ვიქტორია მღებრიშვილი
23.12.21 20:46
628
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ პანდემიის პერიოდში ამოქმედებულ პროგრამით „იმუშავე საქართველოდან“ ქვეყანაში შემოსვლისა და დისტანციურად მუშაობის სურვილი 3 144 უცხო ქვეყნის მოქალაქემ გამოხატა.

BM.GE-ის მიერ ტურიზმის ადმინისტრაციიდან გამოთხოვილი ინფორმაციით, პროგრამის ამოქმედებიდან 29 ნოემბრამდე ქვეყანაში 1 120 ადამიანი შემოვიდა. მიღებული აპლიკაციებიდან: დადასტურებულია 2 303 - რეგისტრირებული ადამიანის აპლიკაცია, ხოლო დაუარებულია - 506. მნიშვნელოვანია, რომ პროგრამით ქვეყანაში შემოსული 1 120 პირი აშშ-ის, ავსტრალიის, დიდი ბრიტანეთის, რუსეთის, უკრაინის, ახალი ზელანდიის, კანადის და სხვა ქვეყნის მოქალაქეები იყვნენ.

პროგრამაში დღეისთვის 8 სასტუმრო: Best Western Tbilisi City Center; Medical Wellness Resort; Bridge Boutique Hotel; Urban Boutique Hotel; Villa Mtiebi; Hotel Iveria Inn; Gudauri Inn და Mirage Hotel Shekvetili-ა ჩართული, აქედან 6 თბილისში, ხოლო 1-1 გუდაურსა და შეკვეთილშია.

„ქვეყანაში მიღებული 1120 ადამიანი საკარანტინო სასტუმროში 8 960 ღამეს უდრის, რაც საშუალო ღირებულების (50$) გათვალისწინებით 2 000 000 ლარამდე მიღებულ შემოსავალია. ხოლო ქვეყანაში შემოსული 1120 პირი საშუალოდ 6 თვიან პერიოდში 15 მილიონამდე აშშ დოლარის პოტენციურ დანახარჯს უდრის“, - განმარტავენ ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში.

აღსანიშნია, რომ მიღებული აპლიკაციების რაოდენობიდან: 58% - Freelancer-ს; 29% - Full-Time Employee-ს; 13% - Entrepreneur-ს ეკუთვნის.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები