მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ინალ არძინბა თანამდებობიდან გაათავისუფლეს და აფხაზეთის დატოვება აუკრძალეს - მედია

არძინბა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი ინალ არძინბა "თანამდებობიდან" გაათავისუფლა. მედიის ინფორმაციით, შესაბამის განკარგულებას ხელი 7 მაისს მოეწერა.

„ინალ არძინბა აფხაზეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტიდან გათავისუფლდეს. აფხაზეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შესრულება აფხაზეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, ირაკლი ტუჟბას დაევალოს“, - წერია განკარგულებაში.

"აფხაზური პორტალის" ინფორმაციით, თანამდებობიდან გათავისუფლებული ინალ არძინბა "სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში" დაკითხვაზე გადაიყვანეს. გავრცელებული ინფორმაციით, არძინბა აფხაზეთის დატოვებას ერთი კვირაა ვერ ახერხებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები