მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ინდოეთი აცხადებს, რომ რუსული ვაქცინის მესამე ფაზის კვლევებზე ნებართვა არ გაუცია

5f80630c16713
ნათია თაქთაქიშვილი
09.10.20 22:28
1180
ინდოეთის მთავრობა აცხადებს, რომ რუსული ვაქცინის Sputnik-V-ის III ფაზის კვლევებზე ნებართვა არ გაუცია. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

ინდური ფარმაცევტული კომპანია, Dr Reddy's Laboratories, რომელიც პარტნიორობას უწევს რუსულ ფონდს, აცხადებს, რომ ქვეყანაში ვაქცინის კლინიკური კვლევები არ ჩატარებულა და არც იგეგმება.

”ინდოეთში ამ ეტაპზე უცნობია ვაქცინის უსაფრთხოებისა და იმუნოგენურობის ის მონაცემები, რომლებიც I / II ფაზის კლინიკური კვლევის ფარგლებში გამოვლინდა“, - აღნიშნულია ფარმაცევტული კომპანიის განცხადებაში.

შეგახსენებთ, ცოტა ხნით ადრე რუსეთის პირდაპირმა ინვესტიციის ფონდმა განაცხადა, რომ ის Dr Reddy-ს 100 მილიონი დოზით Sputnik-V ვაქცინას მიაწვდიდა და ფარმაცევტულ კომპანიასთან კლინიკური კვლევების მიმართულებით ითანამშრომლებდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები