ინდოეთის ცენტრალური ბანკი აქტიურად ცვლის საკუთარი სავალუტო რეზერვების სტრუქტურას. ბოლო მონაცემებით, ქვეყანამ მნიშვნელოვნად შეამცირა აშშ-ის სახაზინო ვალდებულებების მოცულობა და პარალელურად რეზერვებში ოქროს წილი გაზარდა.
კერძოდ, ივლისში სახაზინო პორტფელი $242 მილიარდიდან $227 მილიარდამდე შემცირდა და ამავე პერიოდში, ცენტრალურმა ბანკმა 39.2 ტონა ოქრო შეიძინა, რის შედეგადაც ოქროს რეზერვი 840.8 ტონიდან 880 ტონამდე გაიზარდა.
ექსპერტების შეფასებით, ცენტრალური ბანკის აღნიშნული ქმედება პირდაპირ კავშირშია პრეზიდენტ დონალდ ტრამპის და პრემიერ-მინისტრ ნარენდრა მოდის დაპირისპირებასთან, რომლის შემდეგ, ინდოეთი ამერიკულ ობლიგაციებზე და დოლარზე დამოკიდებულების შემცირებაზე გადაერთო.




























