მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ინდოეთი რუსულ ნავთობზე უარს არ იტყვის - ოფიციალური დელი

ტარიფები
BM. GE
05.08.25 17:39
810

დონალდ ტრამპის მუქარის მიუხედავად, ინდოეთის ხელისუფლება რუსული ნავთობის შეძენას არ შეწყვეტს. ამის შესახებ ოფიციალური პოზიცია ხელისუფლებამ უკვე დააფიქსირა. როგორც ცნობილია, ამერიკის პრეზიდენტი ინდოეთს 100%-იანი ტარიფების დაწესებით დაემუქრა და 25%-იანი ტარიფების დაწესებით პირველი ნაბიჯიც უკვე გადადგა. ცნობისთვის, ინდოეთი ნავთობის 35%-ს რუსეთისგან იღებს.

მოდის ხელისუფლებამ ტრამპის მუქარა “უსამართლოდ” შეაფასა. როგორც ოფიციალურ დელიში აცხადებენ, ინდოეთს საკუთარი ინტერესების დაცვის სრული უფლება აქვს და თუ ტრამპს ვინმესთვის ტარიფების დაწესება სურს, პირველად მან ეს დასავლელ პარტნიორებთან უნდა გააკეთოს, რადგან რუსული ნავთობით ისინიც არანაკლებ ვაჭრობენ.

ტრამპის მუქარას და მუქარის საპასუხო განცხადებას ბირჟაზე მნიშვნელოვანი გავლენა ჯერ არ ჰქონია. ანალიტიკოსების შეფასებით, პრეზიდენტის მუქარა გეოპოლიტიკური ხმაურია და ის დიდად ვერაფერს შეცვლის. ერთი რამ ცხადია, ინდოეთი მკაფიო სტრატეგიულ პოზიციას იჭერს და მზად არის, თუნდაც შტატებთან სავაჭრო გარიგების ჩაშლის ხარჯზე, განაგრძოს რუსული ნავთობის შესყიდვა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები