მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ინდოეთი საბანკო სექტორში უცხოელი ინვესტორების მოზიდვას გეგმავს

ინდოეთი

უცხოელი ინვესტორების მოზიდვის მიზნით, ინდოეთის ცენტრალური ბანკი საბანკო საკუთრების წესების შერბილებას და ახალი რეგულაციების ამოქმედებას გეგმავს.

ბოლო პერიოდში, ინდოეთის სარეზერვო ბანკმა დაამტკიცა იაპონური Sumitomo Mitsui Banking-ის მიერ Yes Bank-ის 20%-იანი წილის შეძენა, რაც ინდოეთის ფინანსურ სექტორში ყველაზე მასშტაბურ საერთაშორისო გარიგებას წარმოადგენს. პარალელურად, კანადური Fairfax Holdings-ი და დუბაიში
დაფუძნებული Emirates NBD იბრძვიან IDBI Bank-ის 60%-იანი წილის შესაძენად, რაც იმაზე მიუთითებს, რომ უცხოელების ინტერესი ინდოეთის მიმართ საკმაოდ დიდია.

ამჟამად ინდოეთში უცხოელ სტრატეგიულ ინვესტორებს შეზღუდული აქვთ 15%-იანი საკუთრების წილის და 26%-იანი ხმის მიცემის უფლების მოპოვება. ეს შეზღუდვები, სხვა რეგულაციებთან ერთად, აფერხებს ქვეყანაში უცხოური კაპიტალის შემოდინებას, რომლის შეცვლაც ამჟამად მთავრობას სურს.

ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელობის განცხადებით, ამჟამად აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა ახალ მარეგულირებელ ჩარჩოზე, რომელიც ქვეყანაში კაპიტალის დაბანდებას გაამარტივებს და არსებულ შეზღუდვებს გააუქმებს.

თავად ინდოეთის მიმართ საერთაშორისო ინტერესის არსებობა მარტივი მოცემულობით აიხსნება - ქვეყანა წლიურად 6.5%-იან ეკონომიკურ ზრდას აფიქსირებს და მალე ის გლობალურ რეიტინგში მშპ-ის მოცულობით მე-3 ადგილს დაიკავებს. ამასთან, მკვეთრად იზრდება ინდოეთის მოსახლეობა, რომელიც ამჟამად 1.5 მილიარდს აჭარბებს - ასეთ ქვეყანაში ბიზნესის კეთება კი ნებისმიერი საერთაშორისო ინვესტორისათვის საინტერესოა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები