ინდოეთის საპარლამენტო არჩევნებში პრემიერ-მინისტრ ნარენდრა მოდის სახალხო პარტიამ (BJP) გაიმარჯვა.
არჩევნებში, რომელიც თითქმის ერთი თვე მიმდინარეობდა და მონაწილეობას მილიარდზე მეტი მოქალაქე იღებდა, მმართველი გუნდის გამარჯვება ფაქტობრივად გარანტირებული იყო, თუმცა შედეგები იმედგამაცრუებელი აღმოჩნდა, რის გამოც სახალხო პარტიას მთავრობის ფორმირებისათვის პოლიტიკური ალიანსის შექმნა მოუწევს.
სირთულეების მიუხედავად, BJP-ს საკანონმდებლო ორგანოში ისევ უმრავლესობა ექნება და მმართველი გუნდი ხელისუფლებაში უცვლელად დარჩება, ასევე ნარენდრა მოდი ახლა უკვე მესამე ვადით გაინაღდებს ქვეყნის პრემიერ-მინისტრობას.