მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორი შედეგით დასრულდა არჩევნები ინდოეთში?

მოდი

ინდოეთში გამართული საპარლამენტო არჩევნები, რომელიც თითქმის ერთი თვე მიმდინარეობდა და მონაწილეობას მილიარდზე მეტი მოქალაქე იღებდა, საბოლოოდ დასრულდა და შედეგები ცნობილია.

2024 წლის არჩევნებში პრემიერ-მინისტრ ნარენდრა მოდის სახალხო პარტიამ (BJP) გაიმარჯვა, თუმცა მან საპარლამენტო უმრავლესობა დაკარგა, რაც ქვეყნის პოლიტიკური ელიტისათვის მოულოდნელი სიახლე აღმოჩნდა.

პარლამენტში უმრავლესობის მოსაპოვებლად და მთავრობის ფორმირებისათვის სახალხო პარტიას პოლიტიკური ალიანსის შექმნა მოუწევს, რომელშიც მონაწილეობას თანამოაზრე ოპოზიციური პარტიები მიიღებენ და ამ საკითხთან დაკავშირებით წინასწარი შეთანხმება უკვე არსებობს.

საერთო ჯამში, მმართველმა გუნდმა საკანონმდებლო ორგანოში არსებული 543 ადგილიდან მხოლოდ 240-ის დაკავება შეძლო, რაც იმას ნიშნავს, რომ 2024 წლის არჩევნებში სახალხო პარტიამ 63 ადგილი დაკარგა და მასზე მეტი ხმა ოპოზიციურმა პარტიებმა ჯამურად მიიღეს. თავად ეს მოცემულობა იმაზე მიუთითებს, რომ ქვეყნის მოსახლეობის უმეტესობა ოპოზიციას უჭერს მხარს, თუმცა მთავრობას ისევ სახალხო პარტია ჩამოაყალიბებს.

მართალია, პოლიტიკური ალიანსის წყალობით, ნარენდრა მოდი ახლა უკვე მესამე ვადით შეძლებს ქვეყნის ხელმძღვანელობას, თუმცა ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობის მხარდაჭერა მას უკვე აღარ აქვს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები