მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ინდოეთის დედაქალაქი სარესტორნო ბიზნესის წასახალისებლად შეზღუდვებს შეამსუბუქებს

5f7f1ca84967e
ნათია თაქთაქიშვილი
08.10.20 20:20
2433
ინდოეთის დედაქალაქი დელი სარესტორნო ბიზნესის წასახალისებლად COVID-19-ის გამო დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქებას განიხილავს. ახალი წესების მიხედვით, რესტორნებს 24-საათიანი ოპერირების შესაძლებლობა მიეცემათ. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

დელის მთავრობის წარმომადგენელმა არვიდ კერჯივალმა აღნიშნული გადაწყვეტილება რესტორნების ადმინისტრაციასთან შეხვედრის შემდეგ მიიღო.

„რესტორნები დელის სიამაყეა, აღნიშნული სექტორი მოსახლეობის დასაქმებას უწყობს ხელს. მე განკარგულება მივეცი შესაბამის დეპარტამენტებს, რომ უზრუნველყონ აღნიშნული სექტორის შეუფერხებელი ოპერირება“, - განაცხადა კერჯივალმა.

შეგახსენებთ, ინდოეთმა საგანგებო მდგომარეობა 24 მარტს გამოაცხადა და დაახლოებით 1.3 მილიარდ ადამიანს სახლში დარჩენისკენ მოუწოდა. რესტორნებს ხელახლა გახსნის შესაძლებლობა 8 ივნისს მიეცა.

ინდოეთის ჯანდაცვის სამინსიტროს განცხადებით, დელიში კორონავირუსის 298 107 შემთხვევა გამოვლინდა და გარდაიცვალა 5,616 ადამიანი. რაც შეეხება მთლიანად ქვეყანას, ვირუსის გავრცელებიდან დღემდე კორონავირუსის 6.8 მილიონი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა და გარდაიცვალა 105 000 ადამიანი.

აღსანიშნავია, რომ ეკონომიკის გახსნასთან დაკავშირებით, ინდოეთის პრემიერ მინისტრმა ნარენდრა მოდიმ მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდა. პრემიერი მათ პირბადის გამოყენებას და დისტანციის დაცვისკენ მოუწოდებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები