მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ინდოეთის ელჩთან შეხვედრაზე სებ-მა ინდოეთის ცენტრალურ ბანკთან მემორანდუმის საკითხი განიხილეს

ნათია თურნავა ეროვნული ბანკი

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, სებ-ის პრეზიდენტი ნათია თურნავა საქართველოში ინდოეთის ახლად დანიშნულ ელჩს შრი ამიტ კუმარ მიშრას შეხვდა. სებ-ის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, შეხვედრისას მხარეებმა საქართველოსა და ინდოეთს შორის არსებული ურთიერთობები და ორი ქვეყნის ცენტრალურ ბანკებს შორის თანამშრომლობა განიხილეს.

"სებ-ის პრეზიდენტმა ინდოეთის ელჩს გააცნო ეროვნული ბანკის მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები. მათ შორის, მხარეებმა განიხილეს საგადახდო სისტემებისა და ფინანსური სერვისების მიმართულებებით ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის პერსპექტივები.

საუბარი ასევე შეეხო საქართველოსა და ინდოეთის ცენტრალურ ბანკებს შორის თანამშრომლობის სხვა სფეროებში გააქტიურებას. უახლოეს პერიოდში დაგეგმილია ურთიერთგაგების მემორანდუმის გაფორმება. ხაზი გაესვა, რომ აღნიშნული მემორანდუმი კიდევ უფრო გააძლიერებს ორი ქვეყნის ცენტრალურ ბანკებს შორის თანამშრომლობას", - ნათქვამია ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე პრეზიდენტები ეკატერინე გალდავა და ნინო ჯელაძე, სებ-ის საგადახადო სისტემების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნატალია ჭყოიძე და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი გიორგი ედილაშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები