მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ინდოეთმა ოქროს და ვერცხლის შესყიდვა გააორმაგა

ინდოეთი

რეკორდულად გაზრდილი ფასების მიუხედავად, ინდოეთმა ოქროს და ვერცხლის შესყიდვა გააორმაგა.

როგორც ცნობილია, აგვისტოს განმავლობაში ქვეყანამ 5.4 მილიარდი დოლარის ღირებულების 64 ტონა ოქროს და $452 მილიონის 411 ტონა ვერცხლი იყიდა.

ცხადია, შესყიდვების დიდი ნაწილი ქვეყნის ცენტრალურ ბანკზე მოდის, თუმცა ასევე განსაკუთრებული აქტივობით გამოირჩევიან იუველირები, რომლებიც სულ უფრო მეტ ოქროს ყიდულობენ.

თავად საიუველირო აქტივობას ოქროს სამკაულებზე გაზრდილი მოთხოვნა განაპირობებს, რადგან მოქალაქეები ფიქრობენ, რომ მომავალში ოქრო უფრო გაძვირდება. სწორედ ამიტომ, ისინი ახლა სარგებლის მიღებას და ოქროს დაგროვებას ცდილობენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები