ინდოეთის თავდაცვის საბჭომ დაადასტურა მოთხოვნა და დამატებით 790 მილიარდი ინდური რუპია გამოყო. ეს $8.78 მილიარდი აშშ დოლარია. ერთჯერად გამოყოფილი სახსრები მოხმარდება ახალი რადარების, რადიო გადამცემების, აფრენის მარეგულირებელი სისტემებისა და სხვა სახის დანადგარების შეძენას. შეძენილი პროდუქციით როგორც ინდოეთის არმია, ისე საზღვაო და საჰაერო ძალები ისარგებლებენ. აღნიშნული ინფორმაციას ორშაბათს გახდა ცნობილი. ამ ნაბიჯით ცალსახა ხდება, რომ ოფიციალური დელისათვის თავდაცვის სექტორი და შესაძლებლობები პრიორიტეტული ხდება.




























