მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ინდოეთში ახალი ჩატბოტი KRUTRIM AI გაეშვა

krutrim

ხელოვნური ინტელექტების რბოლაში ამჯერად ინდოეთიც ჩაერთო, მიმდინარე კვირას სატესტო რეჟიმში ახალი ხელოვნური ინტელექტი - Krutrim AI გაეშვა, რომელიც ChatGPT-ისა და Bard-ის პირდაპირი კონკურენტია.

მართალია, ჩატბოტი ჯერაც საწყის ეტაპზეა, თუმცა ინდურ სტარტაპს უკვე აქვს $1-მილიარდიანია კაპიტალიზაცია, ანუ ის უნიკორნია, რაც იმას ნიშნავს, რომ ინვესტორები მასზე დიდ იმედებს ამყარებენ.

სხვა პოპულარული ნეირონული ქსელებისგან განსხვავებით, Krutrim-ს ისეთი კომპლექსური დავალებების შესრულება შეუძლია, როგორიც მომხმარებლის გემოვნებაზე მორგებული მუსიკალური ალბომის შედგენა; ფსიქოლოგიური რჩევების გაცემა და ემოციური მხარდაჭერის გაწევაა.

ექსპერტების შეფასებით, Krutrim-ის მთავარი უპირატესობა ის არის, რომ ის ჰინდის ენაზე იდეალურად საუბრობს, რაც ინდოეთის 1.5-მილიარდიანი მოსახლეობის გათვალისწინებით, დიდ შესაძლებლობას წარმოადგენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები