მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ინდოეთში ელექტო სიგარეტი აკრძალეს

5d8279e4419d3
მიხეილ ხაჩიძე
18.09.19 22:00
1485

ინდოეთში ელექტრო სიგარეტი აკრძალეს. გაადწყვეტილება ქვეყნის მთვრობამ დღევანდელ სხოდმაზე ერთხმად მიიღო. მიზეზად ხელისუფლებამ ახალგაზრდების დაცვა დაასახელა. ელექტროსიგარეტის აკრძალვის შესახებ ინიციატივით, ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო 2019 წლის აგვისტოში გამოვიდა. 

ელექტრო სიგარეტების გაყიდვების აკრძალვის პარალელურად ქვეყანაში მათი რეკლამირებაც აიკრძალა. 

"არის ხალხი, რომლებსაც ელექტრო სიგარეტი მაგარი ჰგონია, მოდურად თვლის და მის მოხმარებას იწყებს, აკრძალვის შემთხვევაში, მოქალაქეებს ელექტრო სიგარეტებზე წვდომა აღარ ექნებათ’’, - განაცხადა ქვეყნის ფინანსთა მინისტრმა.

კანონის დამრღვევებს ჯარიმის გადახდა მოუწევთ, ხოლო მათ, ვინც კანონს განმეორებით დაარღვევს 3-წლიანი პატიმრობა ემუქრებათ. აღსანიშნავია, რომ ინდოეთი ელექტრო სიგარეტს არ აწარმოებს, პროდუქცია, რომელიც ქვეყანაში იყიდებოდა, იმპორტირებულია.

ამ დროისათვის, უცნობი რჩება, იმოქმედებს თუ არა შეზღუდვა ტურისტებისთვისაც და რა ბედი ელით მოგზაურებს, რომლებიც ინდოეთში ელექტრო სიგარეტით ჩავლენ.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, აშშ-ის შტატ მიჩიგანში არომატიზებული ელექტროსიგარეტი აკრძალეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები