საქართველოსა და ინდოეთს შორის ვაჭრობა გაიზარდა. თუმცა ზრდა იმპორტის მატების ხარჯზე მოხდა. საქსტატის მონაცემებით, 2025 წელს აღნიშნულ აზიურ ქვეყანასთან სავაჭრო ბრუნვამ 134 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, 2024 წელს კი 132,5 მლნ აშშ დოლარი იყო.
ვაჭრობის უმეტესობა ინდოეთიდან იმპორტზე მოდის, რომელმაც გასულ წელს 118,6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. შედარებისთვის, 2024 წელს, ეს მაჩვენებელი 103,6 მლნ აშშ დოლარი იყო.
ექსპორტი კი, 2025 წლის განმავლობაში ჯამურად მხოლოდ 15,4 მლნ აშშ დოლარი იყო, რაც დაახლოებით ორჯერ ნაკლებია 2024 წლის მონაცემთან შედარებით (28,8 მლნ აშშ დოლარი).
TOP-10 საექსპორტო პროდუქტი ინდოეთში:
- სასუქები მინერალური ან ქიმიური, აზოტოვანი - 8,3 მლნ აშშ დოლარი
- ნარჩენები და სპილენძის ჯართი - 1,8 მლნ აშშ დოლარი
- დაუმუშვებელი ტყვია - 1, 3 მლნ აშშ დოლარი
- ნარჩენები და ალუმინის ჯართი - 972 500 აშშ დოლარი
- სიგარები, სიგარილები და სიგარეტები თამბაქოს ან მისი შემცვლელებისგან - 776 500 აშშ დოლარი
- შავი ლითონების ჯართი და ნარჩენები - 720 200 აშშ დოლარი
- მედიცინაში ან ვეტერინარიაში გამოსაყენებელი ხელსაწყოები და მოწყობილობები - 373 700 აშშ დოლარი
- მოწყობილობა საბეჭდი, საღებავ-ჭავლური საბეჭდი მანქანების ჩათვლით - 224 100 აშშ დოლარი
- თხილი და სხვა კაკალი - 183 600 აშშ დოლარი
- თუთიის ჯართი და ნარჩენები - 149 100 აშშ დოლარი
TOP-10 საიმპორტო პროდუქტი ინდოეთიდან:
- სამკურნალო საშუალებები დაფასოებული - 26,9 მლნ აშშ დოლარი
- ბულდოზერები, ავტოგრეიდერები, ექსკავატორები, სატკეპნი მანქანები და სხვა - 9,3 მლნ აშშ დოლარი
- ბრინჯი - 7 მლნ აშშ დოლარი
- სარეცხი მანქანები - 3,9 მლნ აშშ დოლარი
- მოტოციკლები და ველოსიპედები, ეტლით ან მის გარეშე; ეტლები - 3,9 მლნ აშშ დოლარი
- სამარჯვები ორთოპედიული; სხეულის ხელოვნური ნაწილები - 3,2 მლნ აშშ დოლარი
- მოსაპირკეთებელი ფილები კერამიკული, მოუჭიქურებელი - 2,7 მლნ აშშ დოლარი
- კიბოსნაირნი - 2,5 მლნ აშშ დოლარი
- ხელსაწყოები და მოწყობილობები მედიცინაში ან ვეტერინარიაში გამოსაყენებელი - 2 მლნ აშშ დოლარი
- არაქისი - 1,9 მლნ აშშ დოლარი
ევროკავშირსა და ინდოეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას მოეწერა ხელი
ფულადი გადმორიცხვები
ინდოეთიდან ფულადი გადმორიცხვები 2025 წლის განმავლობაში დაახლოებით 4-ჯერ არის გაზრდილი. კერძოდ, გასულ წელს ინდოეთიდან გადმორიცხვებმა 89.6 ათასი აშშ დოლარი შეადგინა, მაშინ როცა 2024 წელს 20.1 ათასი აშშ დოლარი, ხოლო 2023 წელს 12.6 ათასი აშშ დოლარი იყო.
FDI
ინდოეთიდან საქართველოში ჩადებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციებმა გასული წლის პირველ სამ კვარტალში 4 864.1 ათასი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით შემცირებული მაჩვენებელია. კერძოდ, 2024 წლის პირველი სამი კვარტალის მონაცემებით, საქართველოში 5 175.2 ათასი აშშ დოლარის FDI ჩაიდო.
ტურიზმი
ინდოეთიდან ტურიზმი გაიზარდა. ეს ქვეყანა საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტებით გასულ წელს TOP-10 ქვეყანას შორის მერვე ადგილზე იყო. კერძოდ, 2025 წლის განმავლობაში საქართველოში 142 476 ვიზიტი შედგა რაც 14.6%-ით მეტია 2024 წელთან შედარებით.




























