მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ინდური შტამი მხოლოდ 5 მოქალაქეს დაუდასტურდა, მოკვლევა დასრულებულია - გაბუნია

60b5e1af3ec96
ინგა მურუსიძე
01.06.21 11:33
377
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებს, რომ საქართველოში ინდური შტამის მხოლოდ 5 შემთხვევა დადასტურდა და დაავადების გავრცელება არ მომხდარა. განცხადება მან უწყებათშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა.

„ინდური შტამის მხოლოდ 5 შემთხვევა გამოვლინდა და მას შემდეგ ამ შტამის მეტი დადასტურებული შემთხვევა არ გვქონია. ჩატარებულია სრული ეპიდემიოლოგიური მოკვლევა“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ინფორმაციისთვის: საქართველოში შემოსულ 5 მოგზაურს ინდური შტამი 27 მაისს დაუდგინდა. NCDC-ს ინფორმაციით, ყველა ინფიცირებული იდენტიფიცირებული და იზოლირებულია. „ისინი საქართველოში შემოვიდნენ სხვადასხვა თარიღში, ერთიდაიგივე ქვეყნიდან, თუმცა სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქენი არიან. სამმა მათგანმა უკვე დატოვა ქვეყნის ტერიტორია“, - ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.