დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტში ამ წუთებშიც მსჯელობენ კომუნიკაციების კომისიის მიერ წარდგენილ ცვლილებების პროექტზე „ელექტრონული კომინიკაციების შესახებ“, რომელსაც სატელეკომუნიკაციო სექტორის წარმომადგენლები, ბიზნესასოციაციასთან ერთად ესწრებიან. ბიზნესი ცვლილებების იმ ფორმით მიღებას ეწინააღმდეგება, რა ფორმითაც კომიტეტს პროექტი კომიიის ხემძღვანელმა კახა ბექაურმა წარუდგინა.
„სილქნეტისა“ და "სილქ როუდ ჯგუფის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, გიორგი რამიშვილი კომიტეტს და დამსწრე საზოგადოებას მოუწოდებს, გამოთქმული შენიშვნებიდან გამომდინარე არ იქნას ისეთი გადაწყვეტილება მიღებული, რაც ინდუსტრიას დააზარალებს.
„ამ რედაქციით ამ კანონის მიღება უბრალოდ არ იქნება სწორი და მართებული. მე ვფიქრობ, რომ ემოციები უნდა გავწიოთ გვერდზე და შენიშვნები, რაც ითქვა ჩანაწერი მოგვცეთ განვიხილოთ. მე სპეციალურად დავპატიჟე ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი, რომ ჩაერიოს როგორც ბიზნესის მხრიდან და ნორმანული ქვეყნისთვის და ეს ინდუსტრიაც არ გადავაყოლოთ ერთ კონკრეტულ რაღაცას. როგორ შეიძლება ვერ ვიპოვოთ საერთო ენა“,- განაცხადა გიორგი რამიშვილმა.
კომიტეტის გადაწყვეტილებით, კანონპროექტის განხილვა ორშაბათამდე გადაიდო.
მთავრობის მიერ პარლამენტში ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი ეხება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონსა და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანას. კანონპროექტით, კომუნიკაციების კომისიას შესაძლებლობა ეძლევა კომპანიებში სპეციალური მმართველი დანიშნოს და ამ ნაბიჯით საკუთარი გადაწყვეტილებების აღსრულება უზრუნველყოს. სპეციალურ მმართველს კი საკმაოდ დიდი უფლებამოსილებები ენიჭება, მათ შორის შესაძლებელი ხდება კომპანიის წილებისა და აქციების გახსვისება აუქციონის წესით.