სპეციალურ გვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 1 929 და გამოჯანმრთელების 1 914 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გარდა ამისა, ვირუსმა ქვეყანაში კიდევ 33 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.
29 სექტემბრის სრული კოვიდ-სტატისტიკა ასეთია:
კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა - 611 269 , ბოლო 24 საათში - 1 929
მათ შორის გამოჯანმრთელებული - 582 805 , ბოლო 24 საათში - 1 914
მათ შორის გარდაცვლილი - 8 917 , ბოლო 24 საათში - 33
ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით - 32 522, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 18 251, PCR ტესტით - 14 271
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 5,93%, ბოლო 14 დღის - 6,16%, ბოლო 7 დღის - 5,82%
სულ ჩატარდა - 1 774 769 აცრა, დღიურად აცრილია - 12 469
კარანტინის რეჟიმში - 45
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 4 278
კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები - 726.