მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ინფიცირების 11 802 და გარდაცვალების 10 შემთხვევა - Covid-სტატისტიკა განახლდა

62e8ddebcb341
ვიქტორია მღებრიშვილი
02.08.22 12:17
745
საქართველოში ბოლო ერთი კვირის განმავლობაში კორონავირუსის ახალი, ინფიცირების მაჩვენებელმა თერთმეტი ათასს გადააჭარბა და დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ 11 802 შეადგინა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის განახლებული სტატისტიკის მიხედვით, 24-31 ივლისის პერიოდში ვირუსით ინფიცირებული 10 ადამიანი გარდაიცვალა, გამოჯანმრთელდა - 10 233 პირი.

აღსანიშნია, რომ ბოლო შვიდ დღეში ქვეყნის მასშტაბით ვირუსის გამოვლენის მიზნით ჯამში 76 309 ტესტი ჩატარდა. შედეგად ვირუსის გავრცელების დადებითობის მაჩვენებელი 15.47%-მდე გაიზარდა.

კორონავირუსის გავრცელების ეპიცენტრი კვლავ დედაქალაქია, ინფიცირებულთა რაოდენობა რეგიონების მიხედვით კი ასე ნაწილდება: თბილისი - 6 005; იმერეთი - 1 458; აჭარა - 1 382; სამეგრელო-ზემო სვანეთი - 737; გურია - 579; შიდა ქართლი - 423; კახეთი - 388; ქვემო ქართლი - 334; მცხეთა - მთიანეთი - 218; სამცხე-ჯავახეთი - 139; რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთი - 139.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები