სპეციალურ გვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 5 751 და გამოჯანმრთელების 3 647 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
გარდა ამისა, ვირუსმა ქვეყანაში კიდევ 78 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.
10 ნოემბრის სრული კოვიდ-სტატისტიკა ასეთია:
კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა - 766 818 , ბოლო 24 საათში - 5 751
მათ შორის გამოჯანმრთელებული - 700 568 , ბოლო 24 საათში - 3 647
მათ შორის გარდაცვლილი - 10 662 , ბოლო 24 საათში - 78
ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით - 57 046, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 35 082, PCR ტესტით - 21 964
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 10,08%, ბოლო 14 დღის - 9,95%, ბოლო 7 დღის - 10,41%
სულ აცრილია - 2 018 336, დღიურად აცრილია - 6 976
კარანტინის რეჟიმში - 54
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 6 806
კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები - 1 276.




























