მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ინფიცირების 7 812 და გარდაცვალების შვიდი შემთხვევა - კვირის covid-სტატისტიკა

62d692cbceaae
ვიქტორია მღებრიშვილი
19.07.22 15:21
629
საქართველოში ბოლო 7 დღის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 7 812 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

კოვიდ-ინფიცირების განახლებული სტატისტიკის მიხედვით, 10-17 ივლისის განმავლობაში Covid-19-ით კიდევ 7 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 4 764 ინფიცირებული გამოჯანმრთელდა.

ამ პერიოდის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით ვირუსის გამოვლენის მიზნით 72 073 ტესტი ჩატარდა და დადებითობის დღიური მაჩვენებელი 10.84%-ია.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირების ყველაზე მეტი დადასტურებული შემთხვევა თბილისში გამოვლინდა. რეგიონების მიხედვით კორონავირუსის გამოვლენილი შემთხვევების რაოდენობა შემდეგნაირად ნაწილდება: თბილისი - 4 979; აჭარა - 882; იმერეთი - 624; სამეგრელო-ზემო სვანეთი - 302; ქვემო ქართლი - 258; კახეთი - 216; შიდა ქართლი - 177; გურია - 165; სამცხე-ჯავახეთი - 104; სამცხე -ჯავახეთი - 60; რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთი - 45.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები